თბილისის ღირსშესანიშნაობები

თბილისის ღირსშესანიშნაობები

გეოგრაფია

თბილისში მოსახლეობა მე – 4 საუკუნეში დასახლდა.

მე – 4 საუკუნეში თბილისი როგორც ციხე – ქალაქი ისე იყო.

თბილისის მდებარეობა მნიშვნელოვანია  , რადგან აქ მთავარი სავაჭრო და

ქვეყნებთან დამაკავშირებელი გზები გადის.

ქალაქს ეს ფუნქცია განვითარებაში ძალიან დაეხმარა.

ქალაქი კავკასიონის მთებიდან 120 კილომეტრითაა დაშორებული , ხოლო შავი

ზღვის სანაპიროდან 250 კილომეტრით.

ის ისეთივე სიდიდის ქალაქია როგორიცაა : ტაშკენტი , სტამბული , რომი ,

ბარსელონა , ბოსტონი და ჩიკაგო.

ქალაქი მდებარეობს მტკვრის ორივე სანაპიროზე.

მდინარე მტკვარი თურქეთის მთებიდან იწყება , შემდეგ კი მოგვიანებით თბილისშიც

მიედინება , ის თბილისის ტერიტორიის  36 კილომეტრს გადის.

ორთაჭალაში მდებარე კაშხალი მდინარე მტკვრის ნაკადს ასუსტებს , რაც მდინარის

სიძლიერეს ამცირებს.

თბილისს გარშემო ხუთი ქედი აკრავს , ესენია :

ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედისსამხრეთი მთისწინეთი,

აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით

და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები.

თბილისის ჩრდილო ფერდობებზე მდებარეობს ორი ტბა : ლისის ტბა და კუს ტბა.

„თბილისის ზღვა“ მდებარეობს თბილსის ჩრდილოეთ ნაწილში , მახათას მთაზე.

მთაწმინდა თრიალეთის აღმოსავლეთ შტოების დაბოლოვებაზე  თბილისის სამხრეთ

ნაწილში მდებარეობს.

 

საქართველოს ჩრდილოეთ ფერდობებზე არის თბილი წყაროები , რომლებიც მთიდან

გამოედინება და ეს წყლები შეიცავს ალკანისა და სულფატის ნარევებს.

თბილისმა აღმოცენება წარსულში მდინარე მტკვრის ნაპირებზე დაიწყო.

მოგვიანებით კი როდესაც მოსახლეობა გაიზარდა  , შენობა – ნაგებობები და

დასახლებები თბილისის ფერდობებზე და პლატოებზე აშენდა.

ეს პლატოები უფრო ზუსტად მდებარეობს ჩრდილოეთით და ჩრდილო  –

აღმოსავლეთით.

ქალაქის სამხრეთ ნაწილში არის ძველი თბილისი , რომლის ქუჩები ვიწრო და

დახვეწილია. არქიტექტურა კი ძველი საუკუნეებისაა  , ეს ყველაფერი კი თბილისს

უფრო უნიკალურს ხდის.

ამინდი

თბილისში ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულზე

გარდამავალი ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული, საშუალო

წლიური ტემპერატურა 12,7 °C, იანვარი 0,9 °C, ივლისი 24,4 °C; აბსოლუტირი

მინიმალური ტემპერატურა — 23 °C, აბსოლუტური მაქსიმალური 40 °C. ნალექები

560 მმ წელიწადში. უხვნალექიანია მაისი (90 მმ), მცირენალექიანი — იანვარი (20

მმ). თოვლის სახით ნალექი შეიძლება მოვიდეს საშუალოდ 15-25 დღე წელიწადში.

გაბატონებულია ჩრდილოეთი და ჩრდილოეთ-დავასავლეთის ქარი, ხშირია აგრეთვე

სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი.