ბათუმის ტურები

ბათუმის ტურები

 

საქართველოში ბათუმი  შავი ზღვის ერთ  – ერთი პორტია .

ისტორია

ჰეროდოტეს თქმით , სკვითები ბათუმში აზოვის გავლით მოვიდნენ.

აქემენიანების პერიოდში ბათუმი აქემენიანთა იმპერიას ჰქონდა მითვისებული.

ძველად ამ ადგილას რომაელებს სამხედრო ბანაკი ჰქონდათ და მას ბათუ – ჰარბორს

უწოდებდნენ.

მოგვიანებით აღმოსავლეთ რომის იმპერატორმა ბათუმი დაიმორჩილა და თავის

გავლენის ქვეშ მოაქცია.

ჩრდილოეთში პეტრას ციხის აშენების შემდეგ ,  ბათუ  – ჰარბორმა თავისი

მნიშვნელობა დაკარგა და მალე ლაზებმა აიღეს ეს ტერიტორია.

643 წელს ჰაბიბ იბნ მასლამამ ბათუმი ხელთ ჩაიგდო და ეს ქალაქი მუსულმანების

ხელში ჩავარდა.

მე – 10 საუკუნის ბოლოს ბათუმი უკვე გაერთიანებული საქართველოს სახელმწიფოს

ეკუთვნოდა.

საქართველოს იმპერიის დაშლის შემდეგ  , ადრინდელ ფეოდალურ ხანაში, სხვა

ზღვისპირა პუნქტებისაგან განსხვავებით, ბათუმი დაწინაურებული იყო, რასაც

ხელს უწყობდა მისი მდებარეობა ქვეყნის შიდა რაიონებისაკენ მიმავალი გზების

დასაწყისში. ფეოდალურ ხანაში ბათუმის ციხის გარშემო არსებობდა სოფლის ტიპის

დასახლება, მაგრამ იგი ქალაქადაც იხსენიება (ამბროჯო კონტარინი). XIII

საუკუნის დასასრულს – XIV საუკუნის დასაწყისში ბათუმი ოდიშის მთავრებს —

დადიანებს ეკუთვნოდათ. XV საუკუნეში საქართველოს სამეფო-სამთავროებად

დაშლის შემდეგ გურიელების სამფლობელოა. 1547 წელს ქალაქი  ოსმალებმა

 დაიკავეს. 1564 წელს როსტომ გურიელმა დაიბრუნა, მალე ისევ ოსმალთა ხელში

გადავიდა. ოსმალებმა ბათუმი აქციეს ბათუმის საჯნაყის, ანუ ლივანის

ადმინისტრაციულ ცენტრად და სხვა სანჯაყებთან, ტრაპიზონსა და გონიოსთან

ერთად ტრაპიზონისგუბერნატორს დაუქვემდებარეს.

1609 წელს მამია გურიელმა გაანადგურა ბათუმში მყოფი ოსმალთა გარნიზონი.

მიუხედავად ამისა, ოსმალები კვლავ დაეუფლნენ ბათუმს. ვახუშტი ბატონიშვილის

მიხედვით, XVIII საუკუნეში ბათუმი მცირე ქალაქი იყო, რომელსაც საუცხოო

ციტადელი ჰქონდა. 1807 წელს ბათუმი მოინახულა ადრიან დიუპრემ. ამ დროს

ბათუმში 2000-მდე მცხოვრები იყო, მაგრამ სოფელს უფრო ჰგავდა, ვიდრე ქალაქს,

მას არ იცავდა არავითარი სიმაგრე, ერთადერთი ხის კოშკი, უქვემეხო,

თხრილშემოვლებული აღმართული ქვის საძირკველზე იდგა ბაზართან.

XIX საუკუენში ბათუმი ლაზისტანის საფაშოს დედაქალაქი იყო. საფაში 11 კაზას,

ანუ ოლქს მოიცავდა: ბათუმი, ჩურუქ-სუ, ზემო აჭარა, ქვემო აჭარა, მაჭახელი,

ლივანი, გონია, ხოფა, ახროვე, ემშინა და ათინა. მას მართავდა მუთასარიფი, ანუ

გუბერნატორი, რომელიც პირდაპირ ემორჩილებოდა პორტას, ანუ ცენტრალურ

ხელისუფლებას. ბათუმში იყო მეჯლისი,ანუ საგუბერნიო საბჭო,

სასამართლო,თურქული და ბერძნული სკოლები, სამი მეჩეთი და წმინდა

ნიკოლოზის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია.

ბათუმის კლიმატი

ბათუმის ბუნება ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. იცის თბილი, უთოვლო ზამთარი

და თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 14,5 °C, იანვარში 7,1 °C,

აგვისტოში  23,2 °C. ნალექები  2560 მმ წელიწადში. შეფარდებითი სინოტივე 81%.

ხშირია კოკისპირული წვიმა. თოვლი იშვიათად მოდის და მალე დნება. ზღვის

 წყლის საშუალო წლიური ტემპერატურა ნაპირთან 16,7 °C-ია. სანაპირო ზოლში

კარგად არის გამოხატული ზღვის ბრიზები, რის გამოც სიცხე ნაკლებად შეიგრძნობა.