რჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიეროვნული პარკი ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში, თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთში.

ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკი ევროპაში, მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის,იმერეთისა და შიდა ქართლის მხარეების ტერიტორიაზე.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია მოიცავს — საკუთრივ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს, ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალს  და ნეძვის აღკვეთილს .

პარკი დაარსდა 1995 წელს და მისი მთლიანი ფართობია 85 083 ათასი ჰექტარი, რომელიც წარმოდგენილია კარგად შენახული და დაცული ტყის ჰაბიტატებით, იშვიათი და განუმეორებელი ფლორითა და ფაუნით, თვითმყოფადი და განუმეორებელი ლანდშაფტებით.

ტურისტულ და მეცნიერულ ინტერესს იწვევს გეოგრაფიული და ეკოლოგიური ზონების მრავალფეროვნება, მდიდარი ცხოველთა სამყარო და მრავალფეროვანი მცენარეული საფარი. დაცულ ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული ძეგლები პარკს ქართული კულტურით დაინტერესებულთათვისაც მიმზიდველს ხდის.

პარკში შექმნილია ტურისტული ბილიკები და ინფრასტრუქტურა, მუშაობს 12 ტურისტული მარშრუტი, რომელთა გასწვრივაც მოწყობილია ტურისტული თავშესაფრები, აქტიურად ხორციელდება ეკოსაგანმანათლებლო ქმედებები, აღირიცხება პარკში არსებული ფლორისა და ფაუნის იშვიათი და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები და ხორციელდება მათი In-situ კონსერვაცია.