ბორჯომი — ქალაქი-კურორტი აღმოსავლეთ საქართველოში და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრი. მოსახლეობა 9,9 ათასი (2002 წ.). მდებარეობს მდინარების მტკვრისბორჯომულასა და გუჯარეთისწყლისშესართავთან, მესხეთის ქედის აღმოსავლეთ და თრიალეთის ქედის დასავლეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 800-900 მ. სიმაღლეზე. ქალაქს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი.

1825 წელს რუსეთის იმპერიის ჯარისკაცებმა შემთხვევით აღმოაჩინეს ბორჯომის წყალი, რომელმაც მალე მთელს იმპერიაში გაითქვა სახელი. ქალაქი ბალნეოლოგიურ კურორტად და რომანოვების სამეფო დინასტიის საზაფხულო რეზიდენციად გადაიქცა. 1890 წელს „ბორჯომის“ საწარმოო ჩამოსხმა დაიწყო. ბორჯომმა კი ქალაქის სტატუსი 1918 წელს მიიღო.

ბორჯომი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია.  ბორჯომში არის განთქმული მინერალური წყლების ჩამომსხმელი ქარხანა. ბორჯომთან ახლოს მდებარეობს კურორტი ბაკურიანი, რომელთანაც დაკავშირებულია ვიწროლიანდაგიანი ბორჯომი-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზით.

2005 წლის 22 ივნისს საქართველომ ბორჯომი, ბაკურიანთან და თბილისთან ერთად 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების პრეტენდენტ ქალაქად დაასახელა.