თავისუფლების მოედანი

თავისუფლების მოედანი თბილისის ერთ – ერთი მოედანია, ამ მოედანზეა

აღმართული წმინდა გიორგი ძეგლი.

ოფიციალურად კი პირველად სახელი მოედანს 1828 წელს

მიანიჭეს. 1829 წელს რუსეთ–ოსმალეთის ომში, რუსეთის ჯარის

მიერ ერევნის ციხე–ქალაქთან გამარჯვების აღსანიშნავად ჯარის

სარდალს პასკევიჩს ერევნის გრაფის წოდება მიენიჭა, ხოლო თბილისის მთავარ

მოედანს მის პატივსაცემად “პასკევიჩ–ერევანსკი”, ან შემოკლებით “ერევანსკი”

დაარქვეს.

1851 წელს მოედანზე დასრულდა თეატრისა და ქარვასლას შენობა, ამიტომ მოედანს

ერთხანს “თეატრალურს” უწოდებდნენ. 1917 წელს ნიკოლოზ მეორის ჩამოგდების

ამბის შეტყობისთანავე ერევნის მოედანზე შეკრებილი რევოლუციური პარტიების

ლიდერებს ერთობლივად გაუჩნდათ იდეა და თბილისის მთავარ

მოედანს თავისუფლების მოედანი უწოდეს. საქართველოს გასაბჭოების შემდგომ მას

ჯერ “ზაკფედერაციისა” ჰქვია (ამიერკავკასიის სფსრ–ს შექმნის გამო, 1922-1940),

1940 წელს საქართველოს დედაქალაქის მთავარ მოედანს ლავრენტი ბერიას სახელი

უწოდეს. 1953 წელს ბერიას დახვრეტის შემდეგ მოედანს სახელწოდება სასწრაფოდ

შეუცვალეს და სწორედ მაშინ დაერქვა ვლადიმერ ლენინის სახელი. 1990 წლიდან კი

მოედანმა თავისუფლების სახელი დაიბრუნა. საქართველოს უზენაესი საბჭოს

თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას ინიციატივით მოედანს დაუბრუნდა ძველი

სახელი — “თავისუფლების მოედანი”.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1922 წელს მოედანზე კამოს ძეგლი დადგეს,

რომელიც მალევე აიღეს. 1930-იან წლებში მოედნის

ძირფესვიანი რეკონსტრუქცია ჩატარდა, რამაც იმსხვერპლა ქარვასლის შენობაც

(1934 წ.). აღებული ქარვასლის ადგილას უნდა აგებულიყო მარმარილოს ტრიბუნა

და ტრიბუნის შუაგულში ლენინის ქანდაკება. პროექტის თანახმად ლენინის ძეგლი

სახით დღევანდელი საკრებულოს შენობისკენ და ზურგით პუშკინის სკვერისაკენ

უნდა მდგარიყო. 1934 წელს მოედნის ჩრდილოეთით მარმარილოს ტრიბუნა კი

ააგეს, მაგრამ ძეგლი არ დაუდგამთ.ეს მოედანი ყოველთვის სხვადასხვა

პარტიებისთვის, ხალხისთვის  რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

ბრძოლობდნენ , გაფიცვების ადგილი იყო.2005 წელს თავისუფლების მოედანზე ,

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ჯორჯ ბუშმა ასიათასობით

ხალხთან ერთად , მე – 2 მსოფლიო ომის 60 წლის დასრულება აღნიშნეს.

2006 წლის 23 ნოემბერს, მოდანზე საზეიმოდ გაიხსნა სვეტზე აღმართული წმინდა

გიორგის 40 მეტრიანი ქანდაკება[7] (მოქანდაკე ზურაბ წერეთელი). მისი აღმართვა

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იანიციატივა იყო, 27 ტონიანი 9 მეტრი სიმაღლის

ქანდაკება, რომელზეც ორი კგ. ოქრო დაიხარჯა, ავტორის საჩუქარია ქალაქისთვის.

თავისუფლების მოედანი

დამატებითი ინფორმაცია თავისუფლების მოედნის შესახებ

მოედანმა თავისი არსებობის მანძილზე არაერთი სახელი გამოიცვალა. 1801 წლამდე

დღევანდელი მოედნის მიდამო ქალაქის გარეუბანს წარმოადგენდა და  გარეთუბანი

 ეწოდებოდა. ადგილობრივები იქაურობას შეშის მოედანს ეძახდნენ, იმის გამო, რომ

ტფილისის მახლობელი სოფლებიდან ურმებით მოზიდულ შეშას ამ ადგილას

ჰყიდდნენ. შემდეგ რუსულმა ადმინისტრაციამ მოედნის კუთხეში კავკასიის არმიის

შტაბი ააშენა (ეს შენობა დღესაც დგას, „ქორთიარდ მერიოტსა” და უნივერმაღ

„თბილისს” შორის). ამის გამო შეშის მოედანი შტაბის მოედნად მონათლეს. თუმცა

შეშის მოედანი და შტაბის მოედანი არაოფიციალური სახელები იყო და, უბრალოდ,

ხალხი ეძახდა ასე.

თბილისის მთავარ მოედანს დაახლოებით ორი საუკუნის ისტორია აქვს. მოედანი

არცთუ შორეულ წარსულში ქალაქის გალავნის გარეთ მოქცეულ უკაცრიელ ადგილს

წარმოადგენდა. გალავნის კედელი დაახლოებით დღევანდელი მოედნის

აღმოსავლეთ  მხარის განაშენიანების ხაზს გასდევდა (ოდნავ სიღრმეში) და პუშკინის

ქუჩის მოშენების სწვრივად ეშვებოდა. იმ ადგილზე კი, სადაც დღეს ლესელიძის ქ.

ერწყმის მოედანს, ქალაქის ერთ–ერთი მთავარი კარიბჭე – „კოჯრის კარი” იყო.

აქედან ორი გზა იწყებოდა. ერთი ჩრდილოეთისკენ მიემართებოდა (ამჟამინდელ

რუსთაველი გამზირის ხაზზე), მეორე კი კოჯრისკენ მიდიოდა დღევანდელი

ლეონიძის ქუჩის გაყოლებით. მინდორს  სოლოლაკის  ხევი  ( გვიანდელი

 „ავანანთხევი “)  კვეთდა. ხევს სოლოლაკის ქედის ფერდობიდან წამოსული

ნიაღვარი ჩაუყვებოდა მტკვრისკენ. ეს მდინარე კავკასიის მეფისნაცვლის მიხეილ

ვორონცოვის ბრძანებით 1840-იან წლებში აგურის კოლექტორით გადახურეს,

გადახურული ადგილი მოასწორეს და მასზე, ვორონცოვისავე მითითებით, მთელს

კავკასიაში პირველი ოპერა ააშენეს.

1950-იანი წლებისათვის მარმარილოს ტრიბუნაც მოშალეს.

1956 წლის21 აპრილს

 საზეიმოდ გაიხსნა ვ. ი. ლენინის ძეგლი (მოქანდაკე ვ. თოფურიძე, უ. ჯაფარიძის

მონაწილეობით, არქოტექტორები: გ. მელქაძე, კ. ჩხეიძე, კ. ხეჩინაშვილი, შალვა

ყავლაშვილი). ძეგლმა 1991 წლამდე იარსება, შემდეგ ის პარადულად ხალხის

თანდასწრბით მოანგრიეს. მისი ადგილი მოგვიანებით შადრევანმა

დაიკავა. 1967 წელს მოედნის ქვეშ ამოქმედდა ამავე სახელწოდების მეტროსადგური.

მოედნის არქიტექტურა ყალიბდებოდა (და ახლაც ყალიბდება) ორი საუკუნის

მანძილზე, შესაბამისად ის ერთდროულად ეკლეკტურიცაა და არათანადროულიც.

მოედანზე ერთი–მეორის პირდაპირ დგას XIX ს. ისტორიულ სტილებში

გადაწყვეტილი შენობები, XX ს. სტალინისტური არქიტექტურისა და

ბოლოდროინდელი თანამედროვე ქართული არქიტექტურის პირმშოები. თავად

მოედნის ფორმა და ანსამბლი სხვადასხვა დროს სხვადასხვა იყო. „ერევანსკის“

მოედანზე ხევის არსებობის ხანაში, ის პრაკტიკულად ორად იყო გაყოფილი. უფრო

სწორად კი მოედანი რეალურად 1824-1825 წწ აგებული „საქალაქო სახლის“

(მოგვიანებით „კავკასიის კორპუსის შტაბი“) წინ ჩამოყალიბდა (დღევანდელი

 პუშკინის სკვერის ტერიტორია). იგი სამი მხრიდან მოშენებული იყო, ხოლო

სამხრეთიდან ხევი საზღვრავდა, რომელიც მოგვიანებით თეატრის შენობამ ამოავსო.

შედეგად თეატრსა და საქალაქო პოლიციის შენობას შორის გაჩნდა ახალი მოედანი,

რომელსაც უწოდებდნენ სწორედ „თეატრალურს“. უკვე 1934 წ. როდესაც დამწვარი

თეატრის შენობა აიღეს მოედანი გაერთიანდა და შეიქმნა ის ურბანული სივრცე,

რომელსაც დღეს უკვე – „თავისუფლების მოედანი“ ჰქვია.

ექვსი მთავარი ქუჩის დასახელება რომლებიც თავისუფლების მოედანთანაა

დაკავშირებული :

1 – პუშკინის ქუჩა , 2 – რუსთაველის გამზირი , 3 – ლესელიძის (კ.აფხაზია) , 4 – შალვა

დადიანის ქუჩა  , 5 – გალაქტიონ ტაბიძის ქუჩა , 6 – გიორგი ლეონიძის ქუჩა.

gafiltvra kategoriebis mixedviT:

gafiltvra sastumroebis reitingis mixedviT: