თეთრი ხიდის მშენებლობა 1850 წელს დაიწყო, ხოლო დამთავრდა 1852 წელს, პროექტის ავტორი იყო სამხედრო ინჟინერი ვიტე. 1860 წელს იგი ჩაინგრა და 1870 წლისათვის მოხერხდა ხიდის აღდგენითი პროექტის შედგენა. ახალი პროექტის ავტორი იყო სამხედრო ინჟინერი ზეზემანი და პერეპი. ხიდის ლითონის ფორმები საზღვარგარეთ იყო დამზადებული, რომლის აღდგენაც 1872 წელს დამთავრდა. ხიდის ლითონის ნაწილები, ისევე როგორც მოაჯირი, თეთრად შეღებეს და ახლად აღდგენილ ხიდს „თეთრი ხიდი“ უწოდეს. მდინარის თეთრი ქვები ხიდის სითეთრეს კარგად შეხამებია.
ეს ადგილი ოდითგან ქუთაისელ შეყვარებულთა პაემნის, შეხვედრის ადგილი გახლავთ. მდინარის მარცხენა ნაპირას წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზია იყო, ხოლო მარჯვენა სანაპიროზე ვაჟთა. აქვეა იმერეთის მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია „ოქროს ჩარდახი“. ცხელი ზაფხულის დღეებში ქუთათურები თეთრ ხიდთან თეთრ ქვებზე აფიცხებდნენ გვერდებს და შემდეგ წყალში გრილდებოდნენ. ყმაწვილთ ეწადათ შეყვარებულთათვის ვაჟკაცობის დამტკიცება, რასაც ხიდის საკმაო სიმაღლიდან მდინარეში ხტომით გამოხატავდნენ, ჭაბუკის სიმკვირცხლე მოაჯირიდან ხტომით იზომებოდა.
ლეგენდის მსგავსი ამბავიც არსებობს: რეჟისორ კოტე მარჯანიშვილს თეთრ ხიდზე სეირნობისას უხილავს გასროლილი ისარივით მომართული ყმაწვილი როგორ დაეშვა ხიდიდან მდინარეში. ეს იყო ბედნიერი შეხვედრა რეჟისორ კოტე მარჯანიშვილისა და მომავალი დიდი მსახიობის გიორგი