მეტეხი (თბილისი)

 

მეტეხის ეკლესია თბილისის ერთ – ერთი ისტორიული ადგილი და საინტერესო

ატრაქციონია ქალაქის ტურზე.

ეკლესიიდან ძველი თბილისის ულამაზესი ხედი , მშვიდობის ხიდი და მტკვარი

შეგიძლიათ ნახოთ.

რომელიც სურათების გადასაღებად უმშვენიერესი ადგილია.

ნარიყალას საბაგიროც ამ ეკლესიასთან ახლოს არის.

უმრავლესობის აზრით ეს ეკლესია ძალიან საიტერესო და კარგი ადგილია.

ეკლესია საქართველოს უძველესი ეკლესიაა.

მე – 19 საუკუნეში როდესაც საქართველო ირანის ლაშქართან ბრძოლობდა ,

საქართველომ   ბევრი ისტორიული შენობები დაკარგა , ეს ულამაზესი ეკლესია კი

რომელიც მე – 12 საუკუნეშია აშენებული , ამ შემოსევებს გადაურჩა.

თბილისის გოგირდის აბანოები , ერთ – ერთი საინტერესო ატრაქციონია რომელიც

მეტეხის ეკლესიასთან ახლოს მდებარეობს.

 შეგიძლიათ ამ ადგილას გამოიყენოთ სამკურნალო წყლები და მასაჟისტის

მომსახურება. 

საქართველოს უდიდესი მეფის ვახტანგ გორგასლის ძეგლიც ამ ეკლესიის ეზოში

ძევს, რომელიც 1960 წელს არის გაკეთებული.

ძეგლის მდებარეობის ადგილი , ზუსტად ის ადგილია სადაც ვახტანგ მეფემ თავისი

პირველი სასახლე და ეკლესია ააშენა.

 მეტეხი (თბილისი)

მეტეხის ეკლესიის ისტორია :

მეტეხის ეკლესია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე კლდის პირას მდებარეობს.

ეს ადგილი თბილისის უძველესი დასახლებების ტერიტორიაა.

ლეგენდის თანახმად ვახტანგ მეფემ აქ პირველი ეკლესია ააშენა.

მეტეხის ეკლესია მსგავსია  წმინდა მარიამის სასაფლაოს ეკლესიის რომელიც

გეთსამანიაში მდებარეობს.

ვახტანგ მეფემ ეკლესიასთან ახლოს , თავისთვის საცხოვრებელი სახლი აიშენა.

ეკლესია მე – 12 საუკუნეშია აშენებული.

საბჭოთა კავშირის დროს  , ეკლესიამ მისი რელიგიური ფუნქცია დაკარგა და

სამხედრო თავშესაფრად იქცა.

 

ეკლესიის არქიტექტურა :

მეტეხის ეკლესია განსხვავებული არქიტექტურისა და აღნაგობის გამო , სხვა

ეკლესიებისაგან გამოირჩევა.

ეკლესია ცენტრალურ-გუმბათოვანია. მისი კედლების წყობა კლასიკურ ქართულ

ტრადიციებს ემყარება.

ეს გუმბათოვანი შენობა რამდენიმეჯერ დანგრეულა და ისევ თავიდან აშენებულა.

ის თავიდან მთლიანად იყო შემოსილი თლილი მომწვანო-რუხი ქვით, მოგვიანებით

კი აღდგენილია აგურით. ტაძრის გეგმა წარმოადგენს აღმოსავლეთით შვერილი

ნახევარწრიული აფსიდებით დასრულებულ მართკუთხედს, რომლის შუაში

აღმართულია ოთხ ბურჯზე დაფუძნებული გუმბათი. 

ეკლესიასთან მახლობლად აშენებული ციხესამაგრი 1810 – 1820 წლებში დაინგრა.

საბჭოთა კავშირის დროს კი დანგრეული ციხე სამაგრის ადგილას ახალი ციხე აიგო.

რელიგიური ცენტრების მოშლის დროს , საბჭოთა კავშირის გენერალმა ბერია

პავლოვიჩმა , ეკლესიის სრულად დანგრევის ბრძანება გასცა.

მაგრამ მას წინააღმდეგობა გაუწიეს საქართველოს ინტელექტუალთა და ხელოვნების

 მოყვარულმა პირებმა.

ამ ხალხმა ბერია პავლოვიჩი დაარწმუნეს რომ , ეკლესიაში არსებული ფერწერები

ძალიან განსაკუთრებულია და ეს ადგილი შესაძლებელი იყო მუზეუმის სახითაც

გამოეყენებინათ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეკლესიამ თავისი ღირსეული ადგილი დაიკავა.

1933 წელს ეკლესიასთან აშენებული ციხე დაანგრიეს და ეკლესიის გარშემო

მთლიანად მიწა გაასწორეს.

დღეს დღეობით ეკლესიასთან ახლოს მხოლოდ ცხენზე დამჯდარი ვახტანგ მეფის

ძეგლი დგას.

მეტეხს გამორჩეული ადგილი უკავია თბილისში რადგან მის სიახლოვეს მტკვარი და

საბაგიროა , ეს კი ძალიან საინტერესოა ტურისტებისთვის და სურათის

გადაღებისთვის.

საქართველოში მოგზაურობისას ამ ადგილის დათვალიერება არ დაგავიწყდეთ.

gafiltvra kategoriebis mixedviT:

gafiltvra sastumroebis reitingis mixedviT: