მშვიდობის ხიდი

თუ თბილისში პირველად მიდიხართ , იქ ჩასვლისას პირველად თავალში

აუცილებლად მშვიდობის ხიდი მოგხვდებათ თვალში.

ეს ულამაზესი და თანამედროვე ხიდი ქალაქის ორივე მხარეს ერთმანეთთან

აკავშირებს.

ამ ხიდზე ადამიანებს შეუძლიათ გადასვლა.

მშვიდობის ხიდი მინისგან და ფოლადისგანაა გაკეთებული , ამიტომ ის 21 – ე

საუკუნის არქიტექტურას და ქალაქის თანამედროვეობას გამოხატავს.

ეს ხიდი განკუთვნილია ფეხით მოსიარულეთათვის და ხიდის ბოლოს იწყება

ლამაზი პარკი.

ეს ხიდი დაპროექტებულია იტალიელი არქიტექტორის მიშელ დე ლიკჩიას მიერ.

ამას გარდა ამ არქიტექტორმა ხიდის გარშემო კიდევ უამრავი ძეგლი თუ ნაგებობა

 დააპროექტა.

როდესაც კარგად დააკვირდებით აუცილებლად შეამჩნევთ ნეგებობებისა და

ძეგლების ჰარმონიულ წყობილებას.

ეს კი ძალიან შთამბეჭდავია.

ხიდის ჩრდილოეთით არის სამების საკათედრო ტაძარი , ხოლო სამხრეთით

ქართლის დედა.

 აგრეთვე ჩრდილოეთითაა პრეზიდენტის რეზიდენცია.

ხიდის ბოლოს არის ძველი თბილისი.

მეორე მხარეს ფორტეპიანოს ქანდაკება და შადრევანი.

მშვიდობის ხიდი

საღამოს საათებში ნარიყალას პარკში წყლის საცეკვაო წარმოდგენები ტარდება

კლასიკურ მუსიკასთან ერთად.

თუ საქართველოში მოგზაურობას გადაწყვეტთ  , აუცილებლად ნახეთ მშვიდობის

ხიდი.

განსაკუთრებით არ გამოტოვთ წყლის ცეკვები შადრევანში. 

მშვიდობის ხიდი მე-11 ხიდია, თბილისის ტერიტორიაზე მდინარე მტკვარზე

აგებულთაგან. ხიდი დამზადდა ასაწყობ ნაწილებად, შედუღების წესით აეწყო

ადგილზე (რიყეზე) და შემდეგ აწყობილი ხიდი სპეციალური ბორანის მეშვეობით

გაიდო მდინარეზე, რასაც სპეციალური ღონისძიება მიეძღვნა.

 მთელი კონსტრუქცია ეფუძნება 4 მძლავრ ფოლადისავე სვეტს, ხოლო ბილიკი

ჩამოკიდულია კარკასზე ბაგირებით. ბილიკი მდინარის თავზე 5 მ-მდე სიგანისაა,

ბოლოებისკენ კი 2 მ-მდე. საერთო სიგრძეა 156 მ. ხიდზე ასვლა შესაძლებელია,

როგორც ერეკლე II ქუჩიდან და რიყიდან, ისე უშუალოდ სანაპირო ხეივნებიდან

კიბეების მეშვეობით. ღამით ხიდი განათებულია სპეციალური ცვალებადი

განათებით, რასაც უზრუნველყოფს 50 000-მდე ნათურა. არქიტექტურული

თვალსაზრისით ხიდი წარმოადგენს თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშს, რაც

ძველი თბილისის მოცემულ ტერიტორიაზე, გარკვეულ წილად სიახლეა.

gafiltvra kategoriebis mixedviT:

gafiltvra sastumroebis reitingis mixedviT: