ნარიყალა

ნარიყალა უნიკალური ციხეა რომელიც თბილისს გადმოჰყურებს.

წარსულში ქალაქებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ციხეები შენდებოდა ,

რომლებიც დომინირებად ამყარებდა ქალაქის მასშტაბით.

დღეს – დღეობით ეს ადგილები  ტურისტულ ატრაქციონებად გადაიქცა.

თბილისში ნარიყალა ერთ – ერთი მათგანის ნიმუშია.

რად თრაველი გთავაზობთ საქართველოში მოგზაურობისას ეს ადგილი

აუცილებლად დაათვალიეროთ.

ჩვენ თქვენთვის ნარიყალას შესახებ მოკლე ინფორმაციას გაგაცნობთ.

دژ ناریکالا

ნარიყალა

თბილისის ერთ – ერთი უძველესი ადგილი ნარიყალაა , რომელიც საქართველოს

ნებისმიერ ტურში თავისი ადგილი უკავია.

ეს ციხე  მდებარეობს გორაზე , მტკვრის პირას.

ციხესიმაგრე IV საუკუნეში დაფუძნდა როგორც „შურის ციხე“. VII საუკუნეში და

მოგვიანებით დავით აღმაშენებლისმიერ (1089-1125) მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

ნარიყალას ქვემო ეზოში ახლად აღდგენილი წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია და

მცირე კაფე მდებარეობს.

 VII საუკუნეში და მოგვიანებით დავით აღმაშენებლისმიერ (1089-1125)

მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მოგვიანებით შემოსულმა მონღოლებმა მას „ნარინ

ქალა“ („მცირე ციხესიმაგრე“) დაარქვეს. დღემდე მოღწეული ძირითადი

გამაგრებები XVI და XVII საუკუნეებით თარიღდება. 1827წელს ციხის გალავნის

დიდი ნაწილი მიწისძვრამ დააზიანა და დაანგრია.

ციხესიმაგრე რთული სისტემის თავდაცვითი ნაგებობა იყო, მტკიცე კედლებით,

კოშკებითა და პატნეზებით (ბასტიონებით) გამაგებული, ძნელად მისადგომი და

ასაღები. ადრეული მშენებლობის ნაშთები დღესაც არის შემორჩენილი ციხის

ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მდგომი კოშკის კედლებში, თლილი ქვის სახით.

ციხესთან ახლოს საბაგირო მდებარეობს , რომელიც ტურისტებს ემსახურება.

ნარიყალასთან ახლოს ბოტანიკური ბაღია.

ასევე ნარიყალასთან ახლოს ქართლის დედის ძეგლი დგას რომელიც საქართველოს

სიმბოლოა.

ბოტანიკურ ბაღში უამრავი ულამაზესი და უნიკალური გამწვანებაა , რომელიც

ყველა დამთვალიერებელს აღაფრთოვანებს.

თბილისში მოგზაური ირანელი ტურისტების უმეტესობა ამ ულამაზეს ადგილს

ათვალიერებს.

დეტალური და მეტი ინფორმაციის მისაღებად საქართველოს შესახებ ახლავე

დაუკავშირდით რად თრაველს. თქვენ გამოხმაურებას ველოდებით.

 

gafiltvra kategoriebis mixedviT:

gafiltvra sastumroebis reitingis mixedviT: