სათაფლიის მღვიმისაგან განსხვავებით, პრომეთეს მღვიმეში მხოლოდ ერთი სამარშრუტო ბილიკია, რომელიც ბევრად აღემატება სათაფლიის ბილიკის სიგრძეს. მარშრუტი იწყება ვიზიტორთა ცენტრიდან და გრძელდება კარსტულ მღვიმეში. ვიზიტორთათვის განკუთვნილი საექსკურსიო მონაკვეთი შედგება 6 დარბაზისაგან. ესენია: არგონავტების დარბაზი“, „კოლხეთისდარბაზი“, „მედეას დარბაზი“, „სიყვარულის დარბაზი“, „პრომეთეს დარბაზი“, „საქართველოს“, ანუიბერიის დარბაზი“. საფეხმავლო ბილიკის გავლის შემდეგ, ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ სანაოსნო ტურით მღვიმეში გამდინარე ნაკადზე, რომელსაც წარმოქმნის მდინარე ყუმი. სანაოსნო მონაკვეთით სარგებლობა ნებაყოფლობითია და დამატებითი თანხა ღირს. მღვიმიდან გამოსვლა შესაძლებელია როგორც საფეხმავლო, ისე სანაოსნო გზით.

„პრომეთეს” მღვიმე ერთ-ერთი უმდიდრესია განზომილებით, გამკვრივების მრავალსახეობით, მიწისქვეშა მდინარეების მნიშვნელობით და პეიზაჟის მრავალფეროვნებით, იგი წარმოადგენს დიდი მღვიმეების საერთაშორისო ტურისტულ მღვიმეს, მღვიმეში არის წარმოდგენილი მიწისქვეშა კარსტული აბსოლუტურად ყველა სახის ფორმა (სტალაქტიტი, სტალაგმიტი, ჰელიქტიტი, ფარდები, ტრავერტილები, გურები გაქვავებული ჩანჩქერები, მღვიმური მარგალიტები, პიზოლითები, მიწისქვეშა მდინარე, მიწისქვშა ტბები და სხვა).

ტურისტებისთვის საინტერესო იქნება სეირნობა ნავებით, საფეხმავლო ბილიკები, ხელოვნური განათება, ლაზერ-შოუ, უნიკალური ხედები და რაც მთავარია, თერაპია ასთმით დაავადებული ადამიანებისათვის.მღვიმე ზღვის დონიდან 100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. იგი გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მღვიმეში არის ულამაზესი ტბა. აღმოჩენილია 16 დარბაზი. თითოეული მათგანი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან მასშტაბითაც და გაქვავებული ჩამონაღვენთების განუმეორებელი ფორმით. ყველაზე ლამაზ დარბაზს, რომელიც გამოირჩევა სტალაგმიტებისა და სტალაქტიტების სიმაღლით „რუსთველის“ სახელი უწოდეს.