საბაგირო გზის სისტემა დაპროექტებულია და დამზადებულია ავსტრიული კომპანია „დოპპელმაიერი“-ს მიერ. გზის სიგრძე 2586 მეტრია, მასზე მუდმივად იმოძრავებს 8 ადგილიანი 9 გონდოლა (დახურული ტიპის კაბინები) 5 მ/წმ. სიჩქარით. ერთი მიმართულებით გზის დაფარვა შესაძლებელია 10 წუთში, ერთი საათის განმავლობაში კი საბაგირო მოემსახურება 245 ადამიანს.

გასართობი ცენტრისა და საბაგირო გზის სადგურების არქიტექტურული მხარე დამუშავებულია ლონდონში კომპანია RTKL-ის მიერ.

კულტურულ გასართობი ცენტრი „არგო“ წარმოადგენს სანახაობრივ კომპლექსს რომელიც მდებარეობს ბათუმში, ანურიის მთაზე ზღვის დონიდან დაახლოებით 250მ სიმაღლეზე. გასართობი კომპლექსი გვთავაზობს ქალაქის, შავი ზღვისა და გარშემო მთების უნიკალურ ხედებს. კომპლექსი მოიცავს რესტორნებს, კაფეებს, სავაჭრო ერთეულებს, ღია დარბაზებს, პოდიუმისა და სახურავის ტერასებს.