წმინდა სამების საკათედრო ტაძარი

 

თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, შემოკლებით სამება — მთავარი

მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი საქართველოში;

მდებარეობს თბილისში, ელიას გორაზე, ავლაბარი. აშენდა 1995-2004 წლებში

არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 წლისთავისა და

ქრისტეს დაბადების 2000 წლის აღსანიშნავად ახალი საკათედრო ტაძრის აგების

იდეა 1989 წელს გაჩნდა, პერიოდი, როდესაც საბჭოთა საქართველოში ეროვნული

მოძრაობა მძლავრობდა. 1989 წლის მაისში, საქართველოს პატრიარქისა და

თბილისის მთავრობის ხელმძღვანელობით გამოცხადდა კონკურსი „წმინდა სამების

საკათედრო ტაძრის“ პროექტზე. პირველ ეტაპზე ასამდე პროექტი შემოვიდა, თუმცა

გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. საბოლოოდ არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილის

პროექტი შეირჩა. შემდგომმა სოციალურმა და პოლიტიკურმა კრიზისმა პროექტის

განხორციელება ექვსი წლით დააყოვნა და საძირკველი ტაძრისთვის მხოლოდ 1995

წლის 23 ნოემბერსჩაიყარა. ტაძრის მშენებლობა ძირითადად კერძო

შემოწირულობებით დაფინანსდა.

წმინდა სამების საკათედრო ტაძარი

ტაძარი 2004 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღეს, უწმინდესმა და უნეტარესმა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.

იგი ძირითადად ორი ნაწილისაგან შედგება — მიწისზედა და მიწისქვეშა

ნაწილებისაგან. საერთო სიმაღლე ნულოვანი ნიშნულიდან ჯვრის ჩათვლით 86.10

მეტრია (უშუალოდ ჯვარი 7,5 მეტრი სიმაღლისაა). ლავრის მიწისქვეშა ნაწილში

ორი სართული მდებარეობს. ტაძრის ფუნდამენტი -14,07 მეტრის სიღრმეზეა, ქვედა

სართულის იატაკი -13,07 მეტრზეა. (ამას ემატება 1 მეტრიანი ფუნდამენტი). წმ.

სამების ტაძრის საერთო სიმაღლე, ამ მონაცემებით, 100,17 მეტრია (86.10+14.07). წმ.

სამების ტაძრის სიგრძე 70,450 მეტრი, სიგანე კი 64,68 მეტრია.

 

 

gafiltvra kategoriebis mixedviT:

gafiltvra sastumroebis reitingis mixedviT: